დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები კრემლის ომის მანქანას ფიტავს – ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულ ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის ან ევროპის უსაფრთხოებას, არამედ მთელი სამყაროს საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა,  დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

“ჩვენი და ასევე კომპანიების მიერ დამოუკიდებლად დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას, შესაბამისად, კრემლის ომის მანქანას ფიტავს. ამიტომ არის რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება მთელი გლობალური საზოგადოების ამოცანა. უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  უკრაინის მიერ უპირატესობის მოპოვებას და მათი მომავლის საკუთარ ხელებში დაბრუნებას შევუწყოთ ხელი”. – ამბობს ფონ დერ ლაიენი.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა კი,  მარცვლეულისა და სასუქის გლობალური ფასების ზრდა და სასურსათო კრიზისი გამოიწვია. ამავდროულად რუსეთი, უკრაინას ართმევს მარცვლეულს, ტექნიკას და ბლოკავს ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან.