დასავლეთის მცდელობას, პუტინს მოელაპარაკონ პუტინი დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს–არესტოვიჩი

დასავლეთის მცდელობა, პუტინს მოელაპარაკონ მის მიერ აღიქმება, როგორც დასავლეთის სისუსტე, რომელსაც პუტინმა ომი გამოუცხადა– ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.

“პუტინის არმია ანადგურებს ქალაქებს უკრაინაში, აუპატიურებს, კლავს სამოქალაქო პირებს, ესვრის ბომბებს სკოლებს და სამშობიაროებს. ყოველდღე უშვებს რაკეტებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დასავლეთი კი დიალოგს განაგრძობს და იარაღის გადმოცემას აყოვნებს.

დიალოგი ყოველთვის კომპრომისია. კრემლის ბელადის ფსიქოლოგიაში ეს სხვა არაფერია, თუ არა სისუსტე და ის საკუთარი გეგმების განხორციელებას განაგრძობს. მისი შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე მისი არმიის განადგურებას შეუძლია, როცა ფიზიკურად აღარ ექნება საშუალება შეტევა განაგრძოს.

მისი გეგმების შეჩერება მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა იარაღი, იარაღი, იარაღი, იარაღი, იარაღი.“– ამბობს არესტოვიჩი.