„ეს რეჟიმი ცდილობს შეინარჩუნოს ბუნდოვანება. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საზიანო ღალატია, ფუნდამენტურად ანტიდასავლურ, ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა თითქოს ომი უნდა დასავლეთს საქართველოში. მეორე მხრივ, იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მყარი პროდასავლური შეხედულებები აქვს, მაგრამ სტატუსკვოს უჭერს მხარს, რაღაც ხავსს ტოვებს, თითქოს რაღაც დადებითი მოხსენება იყო და მუშაობენ, მაგრამ ოპოზიცია ხელს უშლით.

არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს სიცრუეები, რაც წლების განმავლობაში გაუვიდათ, ახლაც გაუვიდეთ იმიტომ რომ ეს გზა, ვითომ ბალანსი რეალურად არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაღუპვა. ის, რასაც აკეთებენ დასავლური სამყაროს დემონიზებისთვის არის პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს გამოიხატება იმაში, რომ დღეს დასავლეთი გვხედავს პუტინის ბანაკში, რითაც არ უნდა ახსნან ეს, უკვე კატასტროფაა ქვეყნისთვის იმიტომ რომ საქართველო რჩება დაუცველი, თუ ის იზოლირებულია დასავლეთისგან. ჩვენ გველის 90-იანების ბედი, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმა გადაგვიარა და გენოციდი მოგვიწყო, თუ ეს რეჟიმი არ შევცვალეთ და ამ ჭაობიდან არ ამოვედით”,

 ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.