“დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს”
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.