“ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გუშინწინ ანტალიაში დაიწყო მაღალი დონის მოლაპარაკებები, ადასტურებს, რომ ფორუმი უახლოვდება დასახულ მიზანს. საერთაშორისო საზოგადოებას და დასავლეთს 2014 წელს ერთიანი ფრონტით რომ ემოქმედათ ყირიმის უსამართლო ანექსიის წინააღმდეგ, დღეს სურათი სრულიად განსხვავებული იქნებოდა”

ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  11 მარტს, ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, წერს Anadolu.