დასავლეთმა ვერ გამოიტანა დასკვნები 2008 წლიდან, ამიტომაა ახლა ომი უკრაინაში – ევროპარლამენტარი

“დასავლეთმა ვერ გამოიტანა დასკვნები 2008 წლიდან, ამიტომაა ახლა ომი უკრაინაში”- ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

”დასავლეთმა ვერ გამოიტანა დასკვნები 2008 წლიდან, სწორედ ამიტომ აქვს ახლა ადგილი ომს უკრაინაში. ჩვენ რომ საკმარისად ძლიერები ვყოფილიყავით, როდესაც პუტინი საქართველოში შემოვიდა, ამ სიტუაციაში დღეს არ აღმოვჩნდებოდით. რატომ იქცეოდნენ დასავლელი ლიდერები ასე? იმიტომ, რომ მათ სჭირდებოდათ კომფორტული ცხოვრება. არ უნდოდათ პრობლემა. მათ ყველა მიზეზი გამოიყენეს იმისათვის, რომ პუტინთან კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ, რეალურად კი პუტინს უნდა, რომ პრობლემა ჰქონდეს მათთან. უნდა დაპირისპირება ჩვენთან და ზუსტად ეს ხდება ახლა.”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.