“დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა, შედეგებს იგრძნობს ყველა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი იმუქრება და აცხადებს, რომ რუსეთს, დასავლეთმა “ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა” ხოლო “შედეგებს ყველა იგრძნობს”. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობდა,  პირდაპირი კონფლიქტის არიდებას, თუმცა დასავლეთმა ეს არ ისურვა. ლავროვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი “სანქციებს მიჩვეულია” .

“ჩვენი ქვეყანა შექმნილი გარემოებების მიხედვით იცვლება, არჩევანი რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ფაქტობრივად უკვე გავაკეთეთ, განპირობებულია იმით, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, მაგრამ შედეგებს იგრძნობს ყველა, გამონაკლისის გარეშე.

ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი კონფლიქტი, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგემ ასე ისურვა ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ, სანქციებს კი ჩვენ მიჩვეული ვართ, რადგან ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის იყო, თუმცა გვაკვირვებს რუსოფობიის ეს ქვისხანისთვის დამახასიათებელი ამოფრქვევა, რომელიც შეინიშნება თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში”,-თქვა ლავროვმა.