”გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ, გამოაქვეყნა საქართველოს დაპატიმრებულ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლების არაადამიანური, დამამცირებელი და დაუნდობელი მოპყრობის ვიდეო. გავიმეორებ:საქართველოს მთავროვამ გაასაჯაროვა სამხილი, რომ მათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადამიანის უფლებები დაარღვიეს.
დაუნდობელ მოპყრობასა და აბსურდულ PR კამპანიაზე პასუხისმგებელმა პირებმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მაგრამ, ამას იზამენ თუ არა, მათ დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს. სანქციების სიის თავში ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი ანადგურებს ქართულ დემოკრატიას სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით, სასამართლო სისტემის კორუფციითა და მოსკოვის მიმართ პირფერობით.”
ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით – დროა აშშ და ევროკავშირი საქართველოს მკაცრად მიუდგნენ.