დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა – მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
რადიო თავისუფლების ცნობით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. გამოცემის ცნობითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდმა კლინიკა დღეს, 5 თებერვალს დატოვა.