“დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს.[…] ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა. ეს კი მილიონ ნახევარი ადამიანის განადგურებაა. და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში”.

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას. ინფორმაციას რუსული მედია Meduza რუსულ სამთავრობო ტელეარხ VGTRK-ზე დაყრდნობით ავრცელებს.