ბირთვული იარაღის გამოყენება ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ – ეს არის შეზღუდვების მოხსნა და ხელფეხის გახსნა სხვებისთვის. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული მიზნობრივი დარტყმა იმ ადგილზე, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფება – აცხადებს უკრაინის ყოფილი შს მინისტრი.
მისი თქმით, დასავლურმა სპეცსამსახურებმა იციან, რომელ ბუნკერში იმყოფება პუტინი.
“საკმარისად ნათლად ითქვა, რომ დასავლური სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო არ არის, სად არის პუტინი, კონკრეტულად რომელ ბუნკერში. და არ უნდა ვიფიროთ, რომ არ არსებობს მეთოდები, იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ბირთვული იარაღის გამოყენება –ეს სწორედ შეზღუდვების მოხსნაა მიზნობრივი დარტმისთვის იმ ადგილზე, სადაც პირადად პუტინი იმყოფება“– ამბობს ექსმინისტრი.
მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან ომის დაწყების შემდე ბუნკერი არცერთხელ არ დაუტოვებია და ყველა კადრი მისი მონაწილეობით მონტაჟია.
“ყველაფერი, რაც ხდება – სპეციალურად დამონტაჟებული კადრებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დიდი აურზაურია. ჟირინოვსკის ამბავი გამეორდება. ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ოფიციალურად მისი ცხედარი 2 თვის შემდეგ გამოიტანეს. ჩვენც ახლა იგივეს ვნახავთ. რაღაც მოხდა შოიგუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით მის ჰოლოგრამას აჩვენებენ. ამის შემდეგ რა იქნება, რეალურად ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ ჩვენთვის მომავალში ბონუსი იქნება“– ამბობს ავაკოვი.
გამოიყენებს თუ არა პუტინი უკრანიასთან ომში მასობრივი განადგურების იარაღს –ქიმიურს ან ბირთვულს – ამ კითხვაზე ავაკოვი პასუხობს, რომ ეს უზარმაზარ რეზონანს გამოიწვევს, რომელიც მას დაარტყამს და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მდგომარეობას გააუარესებს.
ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალიტეტს იცავენ, როგორებიც არიან ინდოეთი და ჩინეთი, იძულებულნი გახდებიან მხარე აირჩიონ და პუტინი უკანასკნელ მხარდამჭერებს დაკარგავს. ავაკოვი თვლის, რომ აზრი არ აქვს ბირთვული იარაღის ასე, უბრალოდ გამოყენებას:
“სად უნდა გამოიყენოს? კრემენჩუგის ნავთბგადამამუშავებელ ქარხანაში? რა აზრი აქვს? იქ ჩვეულებრივი არტილერია და იარაღიც არსებობს. ფრონტის ხაზზე სადაც არმიასთან შეტაკება ხდება? არარეალურია, რადგან მანდ ვერ გაარჩევ, ვინ უფრო დაზარალდება. დიდ მეგაპოლისს თუ დაარტყამ, ეგ ნიშნავს რომ ამ ტერიტორიას სრულად კარგავ. ძალიან უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო. ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორია გაანადგურო და იქ აღარაფერი გესაქმებოდეს? გაუგებარია, იმიტომ რომ არავინ იცის საით დაუბერაუვს ქარი და დაზარალდება თუ არა შენი ტერიტორიები“– ამბობს ავაკოვი.
მისია აზრით, კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტისთვის იქნება დასავლელი პარტნიორების განცხადება რუსეთზე დარტყმის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ისინი უკრაინას დაიცავენ და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება სიტუაციას სხვა დონეზე გადაიყვანს.