დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია.

ათი “ლიდერი” წლიდან წლამდე პრაქტიკულად უცვლელი რჩება და შედგება უმარტივესი კომბინაციებისგან, რომლებიც შეიძლება გაიტეხოს  წამზე ნაკლებ დროში.

2022 წელს მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარული და ამასთანავე დაუცველი პაროლი ასე გამოიყურება:

password
123456
123456789
guest
qwerty
12345678
111111
12345
col123456
123123

NordPass-ის შეფასებით, თითქმის ყველა ამ პაროლის გატეხვა შესაძლებელია წამზე ნაკლებ დროში, მხოლოდ col123456-ის გატეხვას 11 წამი სჭირდება. ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ადამიანებს არ სურთ ხანგრძლივი და გენიალური კომბინაციების მოფიქრება და ასევე თვლიან, რომ დასამალი არაფერი აქვთ.

ყველაზე რთულ ვარიანტები რომლებიც შედის ტოპ 200-ში:

D1lakiss (21-ე ადგილი და 3 საათი გასატეხად),

Groupd2013 (46-ე ადგილი და 3 საათი გასატეხად),

9136668099 (53-ე ადგილი და 4 დღე გასატეხად),

marseille (168-ე ადგილი და 1 დღე გასატეხად).