ბელორუსის დედაქალაქ მინსკიდან 12 კილომეტრში მდებარე აეროდრომ მაჩულიშჩიში ორი აფეთქების შედეგად, განადგურდა, ან კრიტიკულად დაზიანდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ДРЛО А-50У სარეგისტრაციო ნომრით RF-50608 (კუდის ნომერი “43 წითელი”, სერიული ნომერი 0093479377, სერიული ნომერი 60-05. დაზიანებულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ავიონიკა და სარადარო ანტენა. ასევე, მწყობრიდან გამოვიდა მინიმუმ ერთი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი. ამ ინფორმაციას უკვე სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ.
А-50У–ის განადგურებას ექსპერტები უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას უწოდებენ და მას კრეისერ “მასკვას“ განადგურებას ადარებენ.
“Беларускi Гаюн”,-ის ცნობით, ეს თვითმფრინავი ბელორუსში 2023 წლის 3 იანვარს ჩავიდა, ბელორუსში 54 დღე იმყოფებოდა და 12 გაფრენა განახორციელა. მანამდე თვითმფრინავი ბელორუსიაში ბოლოს 2022 წლის 24 თებერვალს ჩაფრინდა.
რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებში მხოლოდ 9 ასეთი თვითმფრინავია და მხოლოდ 6 გაუმჯობესებული (“U” ) მოდიფიკაციით. ერთ ასეთ თვითმფრინავს 19 ადამიანი ემსახურება (5 მფრინავი, 11 რადიო და 3 საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი).
თუმცა, ექსპერტების თქმით, ამჟამად მწყობრში მხოლოდ 3 ასეთი თვითმფრინავია და ყველა მათგანი უკრაინაში გამოიყენება.
ასეთი თვითმფრინავის ღირებულება მინიმუმ 330 მილიონი დოლარია. მოდიფიცირებული ვარიანტი კი ნახევარი მილიარდი დოლარი ღირს. წინასწარი მონაცემებით, მაჩულიშჩის აეროდრომზე დილა/ღამის თავდასხმის სამიზნე სწორედ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავი A-50 იყო.
ინორმაცია აეროდრომზე აფეთქების შესახებ კვირას დღის პირველ ნახევარში გავრცელდა, თუმცა დეტალები მოგვიანებით დაზუსტდა.
ინფორმაცია თვითმფრინავის დაზიანების შესახებ BYPOL ინიციატივა–მ დაადასტურა.
“ზარალი სერიოზულია, თვითმფრინავი ნამდვილად ვერსად ვეღარ გაფრინდება. ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც ამ თვითმფრინავის მახლობლად თოვლის გამწმენდი მანქანები მუშაობდნენ. (…) ბელორუსი პარტიზანები თანმიმდევრულად განდევნიან ნაცისტებს თავიანთი მიწიდან”, – წერს ინიციატივა.
მაჩულიშის აეროდრომზე მომხდარ აფეთტებას რუსი პროპაგანდისტებიც ადასტურებენ სოციალურ ქსელებში.
საუბრობენ იმაზე, რომ აეროდრომზე თავდასხმა ადგილობრივი პარტიზანების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია იყო.
ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფი, “Беларускi Гаюн” წერს:
„სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება ვისაუბროთ ბორიტის დაზიანებაზე სიმაღლიდან ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნით“.
ექსპერტები ამ თვითმფრინავს უნიკალურ მფრინავ რადარს უწოდებენ, რადგან მას ძლიერი რადიოსალოკაციო სისტემა აქვს. ის ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ნებისმიერი სხვა თვითმრინავი, ტექნიკურად ყველაზე რთული და ათჯერ უფრო ძვირი.
მას რუსეთის სამხედრო საჰაერო ფლოტის ფლაგმანსაც უწოდებენ.
ეს თვითმრინავები დიდ სიმაღლეზე დაფრინავენ, საკუთარი რადარებით საჰაერო სივრცეს რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე აკონტროლებენ და ყველა მფრინავ ობიექტს აღმოაჩენენ, შემდეგ კი რუსულ ავიაგამანადგურებლებს ამ სამიზნეების კოორდინატებს აწვდიან. ექსპერტების თქმით, სწორედ ამიტომ არის შეზღუდული უკრაინული ავიაციის მანევრები, რადგან როცა ეს თვითმფრინავი ჰაერშია, უკრაინული თვითმფრინავები თითქოს ხელის გულზე არიან. ამ თვითმფრინავებს სამიზნის კორექტირება შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტებისთვისაც.
ასევე მას შეუძლია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების აღმოჩენა და დრონების დახმარება, რომ მათ ამ სისტემას გვერდი აუარონ.