“დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე” – ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და საბაჟო ტარიფების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ იგი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და საბაჟო ტარიფების დაწესების იდეას.

„იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბური საბანკო სანქციების, სხვა სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმება. რუსეთო და უკრაინა, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის. მადლობა!!!“ — დაწერა ტრამპმა.