შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაატყვევეს თითქის 2000 რუსი ჯარისკაცი.
“ტყვეთა ზუსტი რიცხვი ახლა დგინდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 1000-ზე მეტია. მათი რიცხვი 2 ათასს უახლოვდება”,– თქვა გერაშჩენკომ.
კითხვაზე, ვინ არიან ყველაზე ხშირად დატყვევებული, მრჩეველი პასუხობს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც მოატყუეს მეთაურებმა და არ უთხრეს, რომ უკრაინასთან ომში მიჰყავდათ.
“რუსი ჯარისკაცები სრულიად დემოტივირებულნი იყვნენ, მოტყუებულები, 24-ში ღამეს განგაში ატეხეს და უთხრეს, რომ ვარჯიშობდნენ. შემდეგ კი მანქანებმა გადაკვეთეს საზღვარი. ყველაზე ხშირად ისინი ჯავშანტრანსპორტიორებითა და მანქანებით დადიოდნენ, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ”,– თქვა გერაშჩენკომ.
მისივე განცხადებთ, პატიმრებს უკრაინაში კარგად ექცევიან.