ენმ–ს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლეც 2000–2000 ლარით დააჯარიმეს დაუმორჩილებლობის აქციაზე ყოფნის გამო.
“როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ 2000–2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.
ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.
ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ. არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!”,– წერს ბარამიძე Facebook–ზე.
გუშინდელი მდგომარეობით, შსს–მ ამავე აქციაზე მყოფი 8 აქტივისტი დააჯარიმა, 19–ის წინააღმდეგ კი გამოძიება დაიწყო.