„დაუმორჩილებლობის მარშს” ბებო ცეკვით შეუერთდა. ვიდეოს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
დაუმორჩილებლობის მარში თბილისში: 21 საათზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით პარლამენტის წინ დაწყებული დაუმორჩილებლობის აქცია ამ დროისთვის დედა ენის ბაღში გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ კომენდანტის საათის დაწყებამდე შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.