დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

“დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება” –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა საკითხი, მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. ანგარიშში აღნიშნულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემები, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებები, გამოძიებები, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, მიჩნეულია პოლიტიკურად მოტივირებულად, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევები; ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მუქარა; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა; ლგბტ თემის მიმართ ძალადობები.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება:

  • “მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამოძიებისთვის, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აუღსრულებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე აქტივისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში”. – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

“მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების” ქვეთავში სახდეპის ანგარიშში,  გასული წლის 5-6 ივლისს ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმაზეა საუბაარი, სადაც აღნიშნულია, რომ TV პირველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარვას გარდაცვალებაზე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები, მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

  • “წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებსა და იმ პირებზე, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ ამ თემთან არიან დაკავშირებულნი, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებზე. თბილისი პრაიდის დროს ძალადობრივი პროტესტებისა და არეულობის კულმინაცია იყო 5 ივლისის ჰომოფობიური და ანტიდასავლური არეულობა. გაიზარდა ინდივიდუალური თავდასხმებიც. მაგალითად, 30 აპრილს 17 წლის ტრანსგენდერ გოგო ორი უცნობი პირი დაესხა თავს, რომლებმაც ის სცემეს, დაუმტვრიეს მობილური ტელეფონი და ტრანსფობიური რიტორიკა გამოიყენეს. აღნიშნული დანაშაულში პირველ მაისს ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომლებიც სასამართლომ საკმაოდ დაბალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ძალადობრივი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. 7 ივნისს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა; წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო განხილვა გრძელდება”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

 

  • “11 ივლისს TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ვილისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული”. – ვკითხულობთ ანგარიშში.