დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში – ანრი ოხანაშვილი

“ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში”, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი განმარტებით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში პოლიტიკით გაჯერებული საკითხები იყო.

“ეს „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა, იგივე წრეზე „ქართული ოცნება“ ვერ წავა. რაც შეეხევა მოსამართლეთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის მათი შეფასება და მე არ შევალ ამის შეფასებაში. ეს ჩემი საქმე არ არის, ვინაიდან ნებისმიერი ჩემი განცხადება მოსამართლეთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, შეიძლება აღქმული იყოს როგორც პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სისტემაში,”- განაცხადა ოხანაშვილმა.