დაფიქსირდა კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4127 პირი.

გუშინ საქართველოში 22 001 ტესტი ჩატარდა.