დაფიქსირდა 13 ინციდენტი, ძირითადად არ გასცდენია სიტყვიერ შელაპარაკებას – პაპუაშვილი

ქართული ოცნების სპიკერი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 13 ინციდენტი დაფიქსირდა.

“ჩვენ აღვრიცხავდით ინციდენტებს. მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანებიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს იყო რაღაც აყალმაყალი, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას.

იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი ნაციონალური მოძრაობის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად ისეთივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ვაზისუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.