დაყადაღებულია ფონდები, რომლებიც მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ

დააყადაღეს „ნანუკას ფონდის”, „ადამიანის უფლებათა სახლისა“ და Prosperity Georgia-ს ანგარიშები,  რომლებიც მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ

“ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.

თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.

ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში. ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.

დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება”. – წერს ჟორჟოლიანი.