დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, შეტევით ოპერაციებს და ცეცხლის გახსნას არ ვგეგმავთ – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი  ზალუჟინი ავცადებს რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას,“- აღნიშნულია ზალუჟნი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.