დაშინება ხალხს ვერ აკავებს-სალივანი თბილისის პროტესტზე

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 11 მაისს თბილისში გამართულ “ევროპულ მარშსა” და ევროპის მოედანზე უჩვულოდ ხალმრავალ აქციას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება.

“ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს აფიქსირებს. დაშინების ტაქტიკა მათ ვერ აკავებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, წვიმიან თბილისში გარეთ გამოვიდა იმისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის კანონმდებლობის უკან გაწვევა მოეთხოვათ” – წერს ჯეიკ სალივანი