ხუთშაბათი, 18 დეკემბერი , 2025, 11:39

დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ქუთაისში -პოლიცია აქტივისტებს აკავებს

ამ წუთებში, დაძაბული ვითარებაა ქუთაისში, მერიასთან, პოლიცია აქტივისტებს აკავებს. მოძრაობა საქართველოსთვის ერთერთ ლიდერს, ნიკა ნარსიას სამართალდამცველები აკავებენ. აქტივისტები მერიასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ და იმერეთის გუბერნატორის საქმიანობას აპროტესტებდნენ.