დაჭრილ პოლონელ ტურისტს ოპერაცია გაუკეთეს, მდგომარეობა სტაბილურია

პოლონელ ტურისტს, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა დღეს გულმკერდის არეში დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“პაციენტი მოიყვანეს 15:00 საათზე – 49 წლის კაცი, ტურისტი, პოლონეთის მოქალაქე. მას მრავლობითი ჭრილობებით გულმკერდის არეში აქვს, მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, გაიკერა გულმკერდის კედელი. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ექიმმა “ფორმულასთან” საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.