დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, დროა, საქართველომ აჩვენოს შეთანხმების ერთგულება – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
“პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი:რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით”. – წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა.