“დახურულ სივრცეში ცეკვავენ, შეიძლება შედარება გარეთ ჩატარებულ ღონისძიებასთან?”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კლუბების დალუქვასთან დაკავშირებით განაცხადა.
”მე ძალიან კარგად მესმის მათი ბიზნესინტერესები და ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში რომ რაღაც ღონისძიება ტარდება და ხალხი რომ გარეთ არის, იმასთან? ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან, თუ რა?! მინიმუმ, 2 000 კაცი დახურულ სივრცეში რომ ცეკვავს ერთად, კარგით, რა!”- აცხადებს იმნაძე.