დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და – რას ყვება თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რაშიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნია. მისი სასამართლო ­პრო­ცე­სი 24 სექ­ტემ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ნოემბრისთვის გადაიდო.

ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

გოგი თოფაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მის შვილიშვილს მარცხენა ფეხში მგრძნობელობა ისევ არ აქვს, ამიტომ გერმანიაში აპირებენ მის წაყვანას.

“ნუ ნერ­ვი­უ­ლობს ბუ­სას დედა, რო­მელ­საც გა­სა­გე­ბია, აწუ­ხებს თა­ვი­სი შვი­ლის ამ­ბა­ვი. იცით, რომ მას და­ნა­შა­უ­ლის­თვის 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. რად­გან ახალ­გაზ­რდა კა­ცია, უკან და­ვი­ხი­ეთ, ახლა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა ალ­ბათ და 3-დან 6 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა.

დე­და­მი­სი 1-2-ჯერ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი და ვუ­თხა­რი, – კი­ნა­ღამ ბავ­შვი მო­მიკ­ლა-მეთ­ქი… ღა­მის 5 სა­ათ­ზე შე­მო­ვარ­და, მე-4 სარ­თულ­ზე ავარ­და, ატე­ხა ბათ­ქა-ბუთ­ქი, ძლივს გა­დარ­ჩა ლე­ვა­ნი­კო, სამი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო 24 სექ­ტემ­ბერს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. კი ბა­ტო­ნო, იყოს, მაგ­რამ მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. დე­დას “ვუ­ნა­მი­ო­კე”, ეყო­ფა, რაც ჩა­ი­დი­ნა შენ­მა შვილ­მა – მეთ­ქი. რამ­დე­ნი კაცი უნდა დაჭ­რას კი­დევ, 3-დან 6 წლამ­დე იყოს ცი­ხე­ში. იჯ­დეს, მოჭკვი­ან­დე­ბა. ახლა მთლად ვერ გა­დავ­ყვე­ბით მა­გას, ბავ­შვი ჯერ კი­დევ გა­და­სარ­ჩე­ნად მყავს წა­საყ­ვა­ნი. რო­გორც ყვე­ლა დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო წუხს. ბიჭ­მა რა­ღაც ხომ უნდა გა­ი­გოს, დაჯ­დეს ცოტა ხანი, რომ მიხ­ვდეს, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა”,- ამბობს თოფაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ნინო ქადაგიძეს, ისე თვითონ, ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

“დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ჯო­ბია, დრო­ზე და­ვამ­თავ­როთ ეს ამ­ბა­ვი, გა­და­ე­ცით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ურ­თულ­დეს საქ­მე. რამ­დენ­ჯერ გა­და­დე­ბენ სა­სა­მარ­თლოს? ვი­ღა­ცებს რე­ვენ და ალ­ბათ ამი­ტომ დე­ბენ პრო­ცესს. ჩემ­გან მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. საკ­მა­რის დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დით, მა­გათ კიდე გა­ა­მარ­თლონ უნ­დათ, ასე არ გა­მოვა”,-უთხრა გოგი თოფაძეს ambebi.ge-ს.