დედამიწაზე ორმა მთავრობამ არ გაიღო COVID-19-სას პირდაპირი ფულადი დახმარება – თქვენ და ნაურუმ – გოცირიძე გახარიას

ენმ-ს თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერს მიმართავს, რომ დედამიწაზე სულ ორი მთავრობაა, რომელმაც კორონავირუსისას პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო – საქართველოს და ნაურუს მთავრობამ.

მისი თქმით, მოიძია და გაარკვია, რომ საქართველოს მთავრობის მსგავსად, ნაურუც არ დახმარებია მოქალაქეებს, მიზეზი კი ისაა, რომ ნაურუში კორონავირუსი არ გავრცელებულა.

„მე თქვენ გითხარით, დამისახელეთ ერთი სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაუწია მოქალაქეებს, თქვენ თქვით, რომ არ ეძებთ სახელმწიფოებს, მე მოვძებნე. თქვენი მთავრობის გარდა არსებობს ერთი ქვეყანა, პატარა კუნძული, დაახლოებით არის ვაკე-საბურთალოს ოდენა, ჰქვია ნაურუ. 20 000-ია მოსახლეობა, არ დაურიგებია სოციალური დახმარება, იმიტომ რომ ნაურუმდე ვერ შეაღწია ვირუსმა. ორი მთავრობა არის დედამიწის ზურგზე, რომელმაც პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო-თქვენ და ნაურუ ,“ – განაცხადა გოცირიძემ.