კვირას საღამოს, 5 ნოემბერს, დედამიწის სხვადასხვა უთხეში იშვიათი ფენომენის – პოლარული ნათების დანახვა იყო შესაძლებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხლის გამო მოხდა.
ცა ღია ვარდისფერი და მეწამული წითელი გახდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენს პლანეტას კორონარულმა მასამ შეუტია, რომელიც მზეზე რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა.
ასტრონომების თქმით, ეს ფენომენი მომავალშიც განმეორდება, თუმცა როდის და სად უცნობია. პოლარული ნათება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში.
მოსალოდნელია თუ არა გეომაგნიტური შტორმები უახლოეს დღეებში?
მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწას ამჟამადაც „უტევს“ – მისი სიმძლავრის გრადაცია (K-ინდექსი) 6 ქულაა. სხვათა შორის, გასულ თვეში ასეთი სიმძლავრის მაგნიტური შტორმები არ დაფიქსირებულა.
მეტეოროლოგების თქმით, ამ შტორმის აქტიურობა სამ დღეს გაგრძელდება და უკვე 8 ნოემბერს კოსმოსური ამინდის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ორშაბათს, 6 ნოემბერს, დედამიწაზე ზომიერი G2 მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი, იტყობინება meteoprog.com. ასეთი სიძლიერის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს რადიოკავშირების გათიშვა, ელექტრო სისტემების გაუმართაობა და ასევე იმოქმედოს ფრინველებისა და ცხოველების მიგრაციის მარშრუტებზე. ასევე, ამ დონის მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას.