”ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ისევ ის ხალხია, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. რაკი მიზანს იმ გზით, პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით ვერ მიაღწიეს, როგორც ჩანს, ახლა ამ სტრატეგიას მიაგნეს. ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა ცუდია და არ ვიცი, ამის შემდეგ მოსალოდნელი რა უნდა იყოს. ალბათ, იმ გზას დაადგებიან, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ, ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ […] აი, ვინმემ, დედამიწის ზურგზე იმის შესახებ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა? რაიმე კონკრეტული არგუმენტი და დასაბუთება. იმის გარდა, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებების დაცვას ბარტონ ზურაბ ადეიშვილს ანდობენ, გასაგებია, იმ ქვეყნისთვის, შესაძლოა, ასე ჩანდეს, რომ ამ შემთხვევაში, სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც არავითარი ბრალი არ მიუძღვის […] ჩემი აზრით, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან ურთიერთობაში დაუშვეს.”
ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.