დედამ ფული დაითვალა და ჩვილი გააყოლა – სუს–ი ახალშობილის გაყიდვის ვიდეოს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, წყვილმა ახალშობილი 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

სუს–მა ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორ ითვლის ბავშვის დედა ფულს და მყიდველს ჩვილის წაყვანის უფლებას აძლევს.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.The officers of Anti-corruption Agency of State Security Service of Georgia, as a result of operative-searching and investigative activities, detained three individuals on the fact of purchase-sale of a minor. Investigation establishes, that a son was born on June 18, 2020 to a couple residing in Dusheti. In order to receive income in large amounts, intended to sell a child. The parents got in touch with an individual and agreed to sale a child for exchange of USD 5 000, that was followed by the consent of the latter. The mentioned individual registered in the Public Registry as a father of the newborn and received a birth certificate, after what, he handed out USD 5 000 to the parents of the child as agreed. They were detained at the very moment. Investigation is in progress on the fact of unlawful transactions with respect to a minor, which envisages imprisonment for a term of two to five years. Anti-corruption Agency of State Security Service of Georgia carries out investigation.

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020

 

“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”,– აცხადებს სუს–ი.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.