თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დის ცნობით, დედამისი საბერძნეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან ის უკან გააბრუნეს.
მისი ინფორმაციით, ქალს საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.
“ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ”, – განაცხადა გარდაცვლილის დამ თინათინ აბჟანდაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.