საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება.
“დედებო, გილოცავთ დედის დღეს. გილოცავთ თქვენ, ვისი შვილებიც უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს”, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.
დღეს, 3 მარტს, დედების დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიიდან დედები მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ.