“თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა. უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, თავის თავზე გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და ამით ენმ-მ არ ისარგებლოდ”

განაცხადა ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.