დევნილებისთვის კბილის პროთეზირების დასაფინანსებელ ტენდერში გამარჯვებულმა, ფული აიღო და ოკუპირებულ აფხაზეთში წავიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილებს კბილის პროთეზების ხარჯები დაუფინანსა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა ფული აიღო და ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა შეისწავლეს.

018-2019 წლებში სამინისტროს 05 03 − აფხაზეთიდან იგპ-თა ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებული 4 ტენდერიდან, 3-ში გაიმარჯვა პრეტენდენტმა, რომელიც ამავე კომპანიაში დასაქმებულ პირს ჰქონდა ნაქირავები მფლობელისაგან. აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამქირავებელმა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებამდე, მას შემდეგ რაც სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება, გადავიდა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ვალდებულებები შესასრულებლად დაუტოვა კომპანიის რეალურ მფლობელს. ბენეფიციართა გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბიუჯეტო თანხები, ხოლო მათ არ ჰქონდათ მიღებული დაფინანსებული პროთეზები. შესაბამისად, სამინისტროს არასათანადო კონტროლისა და საქმისადმი არაჯეროვანი მიდგომის პირობებში დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არაეფექტიანად ხარჯვისა და ბენეფიციარებისათვის არასათანადო მომსახურების ფაქტები” ნათქვამია აუდიტის დასკვნაში