„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში, ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც.
ამ ეტაპზე საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგანაც, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მოდის ოფიციალური პირებისგან, მთავრობის წევრებისგან. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო. ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, [პირველი არხი].
განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.