“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”,

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრების გიგი უგულავასა და ხატია დეკანოიძის მიერ ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გადაღებვას “სისხლის სამართლის დანაშაულად” აფასებს.