ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმიანება გრიგოლ ვაშაძის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას.
დეკანოიძის შეფასებით, არ იცის, აპირებს თუ არა ენმ–ს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტში შესვლას.
“რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არ მივიდოდი მის ადგილას ნამდვილად. მე არ ვიცი, მას უნდა საპარლამენტო მანდატის გამოყენება, არ უნდა, ცოტა უცნაურია, რომელი პარტია უნდა წარმოადგინოს?! ყველაფერი ხდება, გულწრფელად გამიკვირდა მისი მისვლა, ისევე როგორც გამიკვირდა, რომ ნიკას დაკავების დღეს არცერთხელ არ გამოჩენილა პარტიაში ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად”,– თქვა დეკანოიძემ ტვ პირველთან საუბრისას.