ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია მისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის კონკურენტი არ არის.
“ჩემთვის იგი ამ ეტაპზე და ჩემი პარტიისთვის არავითარ შემთხვევაში კონკურენტი არ არის. მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა – 20 ივნისზე, ივანიშვილის მმართველობის შეფასებაზე და ძალიან ბევრზე. შემდეგ მოსახლეობა თავად შეფასებს, როგორი ოპოზიციონერია და როგორ კონტექსტში განიხილავს იგი თავს”,- ამბობს დეკანოიძე ტვ პირველის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი “პროქსების” შექმნისკენ იქნება მიდრეკილი.