დეკანოიძე 53%, ხახალეიშვილი 47% – მთავარი არხის ეგზიტპოლი

“მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ ქუთაისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

  • ხატია დეკანოიძე – 53%
  • იოსებ ხახალეიშვილი – 47%

ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.