“სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს.
არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი;
გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში;
არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.
სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება”
წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.