დეკანოიძის შტაბში შეჭრისთვის შსს-მ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის, ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მის შტაბში შუქი გამოირთო, რის შემდეგაც სუს–მა აპარატურის დამონტაჟება სცადა.