”დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა -”ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს! [….]ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონალურ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს. ეს ის სისტემაა, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან“,
ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დელეგატებად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე.