უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხალო პოდოლიაკის განცხადებით, სტაბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პარალელურად დელეგაციების ხელმძღვანელები, დავით არახამია და ვლადიმერ მედინსკი პირისპირ მოლაპარაკებებს მართავენ.
მისი ინფორმაციით, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ ფუნდამენტური დებულებების შესახებ, დელეგაციები კი სადავო საკითხების მთელ სპექტრზე მუშაობენ.
ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თურქეთში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.