“მონაცემები, რომელიც ფიქსირდება ბოლო ათი დღის განმავლობაში, თანდათან მზარდია. პიკი იყო 17 აგვისტო, როდესაც მართლაც კატასტროფული რიცხვი 6 200 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის უკან დგას გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი. ამის უკან დგას მუტაცია კორონავირუის, დელტა შტამი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აგრესიული მიმდინარეობით, ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლით და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით.

დელტა ვარიანტი დღეისათვის განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად, რომელმაც განაპირობა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, მაღალი მიმართვიანობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე-4 ტალღა, რომელიც საქართველოში უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მესამე და მეორე, ამ ტალღის შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ძალიან ბევრ ქვეყანაში. სამწუხაროდ ბრძოლის გზები მინიმალურია. მსოფლიოს არ გვაქვს ეფექტური ანტივირუსული საშუალება. ერთადერთი გზა, რაც გვაქვს არის ეფექტური ეპისდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მკაცრი შესრულება და მეორე მექანიზმი, რაც საქართველოში ბოლო კვირებში აქტიურად გამოიყენება, ეს არის მასობრივი იმუნიზაცია”

აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე იმედის ეთერში.