„დელტა“ შტამი კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არიან მშობლები, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან.
“როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც თანადანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დაიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანდ ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს. ჩვენთან გასულ კვირას 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52 დადასტურებული შემთხვევა და ამას დაემატა კიდევ ერთი. აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, რომ სპეციფიური PCR ტესტით და ახლა გაშვებულია სექვენირებაზე, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე ბავშვს აქვს „ალფა“, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი. მოგეხსენებათ, ბავშვებში „ალფას“ და „დელტა“ შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. „დელტა“ კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ“,-განაცხადა გამყრელიძემ.