ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის დელტა შტამი მომდევნო თვეების განმავლობაში ვირუსის ძირითადი ტიპი გახდება მსოფლიოში.
“მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად მოიპოვებს უპირატესობას სხვა ვარიანტებზე და მომდევნო თვეებში დომინანტური გახდება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
ჯანმო-ს მონაცემებით, ზოგიერთ დიდ ქვეყანაში აღნიშნული შტამი COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების მეოთხედს წარმოადგენს. კერძოდ ეს ქვეყნებია: რუსეთი, ავსტრალია, ბანგლადეში, ბოტსვანა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, დანია, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, პორტუგალია, სინგაპური და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.