დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ შეფ-მზარეულს და Eleven Madison Park რესტორნის მფლობელს, დენიელ ჰემს, დაშორდა რომანის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ.

წყვილის დაშორების ამბავი მსახიობის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა. რამ გამოიწვია წყვილის დაშლა, ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ  ჰემი დემის დაბადების დღის წვეულებაზე არ იმყოფებოდა.

მურმა 2022 წლის ივნისში ოფიციალურად დაადასტურა ურთიერთობა რესტორატორთან ინსტაგრამზე ვერსალის გარშემო სეირნობის ფოტოს გამოქვეყნებით. პირველი ჭორები მათი რომანის შესახებ მარტში გაჩნდა. წყაროების თანახმად, დემის და დანიელს შორის სერიოზული და ვნებიანი ურთიერთობა იყო. მათ ერთმანეთი მეგობრების მეშვეობით გაიცნეს და მაშინვე გამონახეს საერთო ენა.

წყვილი ასევე შენიშნეს ქლოეს შემოდგომა/ზამთრის 2022/2023 წლის ქალის ტანსაცმლის შოუზე, მარია შარაპოვასა და გუგუ მბატა როუსთან ერთად, პარიზში.

წარსულში დემის რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა სერბ მაშა მანძუკასთან, ჯგუფ “Dead Sara” დრამერთან, შონ ფრაიდეისთან, საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორ ოლივერ უიტკომბთან და მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან. მსახიობი 2005 წლიდან 2013 წლამდე ეშტონ კატჩერზე იყო დაქორწინებული,  1987 წლიდან 2000 წლამდე კი ბრიუს უილისის ცოლი იყო.

ბოლო დროს მსახიობმა  ნუგეში შინაურ ცხოველებში იპოვა. სახლში მას თავშესაფრიდან გამოყვანილი ცხრა ძაღლი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე საყვარელი ჩიხუახუა, სახელად პილაფია. მსახიობს ის  მოგზაურობის დროს თან მიჰყავს და მასთან ერთად ლუვრსაც ეწვია, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია.